საერთოდ არ მეშინია ამათი, ახლა მთავარია გადამწყვეტი შეტევისთვის მზადება – სააკაშვილი

გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკზე პირველ პოსტი ქვეყნდება.

ექსპრეზიდენტი „გადამწყვეტი შეტევისთვის“ მზადებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს.

„რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება“, – წერს სააკაშვილის ფეისბუკის გვერდი.

„მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის „რეაბილიტაციისას“ მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ“, – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს გამთენიისას გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხეში რამდენიმე დღის წინაც სცადეს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი დროებით გადაიდო, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტისთვის გართულდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.