ახალი ამბები

რის პირობას აძლევს მთავრობის მეთაური პროფესორ-მასწავლებლებს საახალწლო მილოცვაში

რის პირობას აძლევს მთავრობის მეთაური პროფესორ-მასწავლებლებს საახალწლო მილოცვაში

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახალი 2022 წლის დადგომა მიულოცა ემიგრანტებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებისადმი პირობაც დადო და მათ ბედნიერება უსურვა.

“ახალ წელს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მშრომელ ადამიანს, ვისი ყოველდღიური კეთილსინდისიერი საქმითა და შრომით არის შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე. ვულოცავ ჩვენს პროფესორ – მასწავლებლებს, ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელებს და ვპირდები, მომავალშიც გავაგრძელებთ მათი შრომის უფრო მეტად დაფასებას და მე ვისურვებდი, ბევრი სიხარული და ბედნიერება მოეტანოს მათთვის ამ ახალ წელს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას სამშობლოს.

იხილეთ საახალწლო მილოცვა სრულად

ასევე იიხილეთ:

ქართული განათლების სისტემა 2021 წლის ცალბორბლიან ურემზე და იმედიანი 2022 – წლის შეჯამება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.