ბავშვებისა და მშობლების მიერ არდადეგებზე ერთობლივად შესასრულებელი საახალწლო აქტივობები

ზამთრის არდადეგები როგორც ბაღის აღსაზრდელების, ისე მოსწავლეებისთვის ოჯახთან ერთად გატარებულ დღეებთან ასოცირდება, რაც მშობლებისთვის ერთდროულად სასიამოვნოც და ამავდროულად საკმაოდ რთული გამოწვევაა. იმისთვის, რომ ეს პერიოდი პატარებისთვის პროდუქტიულიც იყოს და სახალისოც, EDU.ARIS.GE შეეცადა საინტერესო აქტივობა-თამაშების შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა და გაგაცნობთ რამდენიმე საახალწლო თამაშს, რომელსაც დამოუკიდებლადაც მარტივად შეასრულებთ, ზედმეტი რესურსებისა და ინსტრუქციების გარეშე. აქტივობების დახმარებით შეძლებთ შექმნათ საოჯახო გარემო, ბავშვები ციფრულ ეკრანებს მოწყვიტოთ და აღმოფხვრათ მათი მავნებლობაც.

BINGO- საშობაო ფილმები

ამ აქტივობის განხორციელებამდე ბავშვთან ერთად არჩევთ მისი ასაკისთვის შესაბამის საშობაო ფილმს, შემდეგ კი, მოზრდილ ფურცელზე ქმნით ბარათს, რომელშიც ხაზავთ კვადრატებს. კვადრატებში უნდა დახატოთ ან დაასათაუროთ ფილმში მიმდინარე მოქმედებების სურათები, მაგალითად: შეყვარება, ჯადოსნური შესრულება, სიცილი, საჩუქრის მიცემა, შოპინგი და ა.შ. პირველი, ვინც მიიღებს BINGO-ს, შეავსებს ბარათის ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ ან დიაგონალურ გრაფებს ის გაიმარჯვებს. თამაში დაეხმარება ბავშვს ყურადღების კონცენტრაციაში და განუვითარებს კოგნიტურ, სააზროვნო უნარ-ჩვევებს.

მეხსიერების თამაში – ტკბილი კანფეტები

ეს აქტივობა განსაკუთრებით უყვართ სკოლამდელი ასაკისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და ბავშვების საყვარელ მეხსიერების თამაშად ითვლება. აქტივობის დროს გამოიყენეთ ინდივიდუალურად შეფუთული სხვადასხვა ფერისა და ფორმის კანფეტები. (არა უმეტეს 10 ცალისა) მიამაგრეთ წერტილოვანი სტიკერები ქვედა ნაწილში, განალაგეთ რიგითობის მიხედვით, რიგის ნომრები დაწერეთ კალმით ან მარკერით. შემდეგ კანფეტები ამოატრიალეთ ისე, რომ არ გამოჩნდეს მათი რიგითობა. შეუცვალეთ მდებარეობება და სთხოვეთ ბავშვებს გამოიცნონ მათი რიგითობა, თუ გამოიცნობენ მიეცით მათი მირთმევის უფლებაც. ტკბილეულის რაოდენობა დამოკიდებული უნდა იყოს მონაწილე ბავშვების ასაკსა და სიმწიფეზე. ამ აქტივობის განხორციელება შეგიძლიათ როგორც ერთ პატარასთან, ასევე წყვილებში და ბავშვთა დიდ რაოდენობაშიც.

ეს საჩუქარი ჩემია!

თამაშის შესრულება შესაძლებელია დიდ ოჯახში, ასევე მაშინ, როცა სტუმრად ბევრი ბავშვი გვყავს. მიეცით თითოეულ ბავშვს შეფუთული ყუთი, რომელშიც ძველი სათამაშო იქნება (საოჯახო სკივრიდან). სთხოვეთ მათ დადგნენ წრეში. შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეთ მოთამაშეებიდან ერთ-ერთი, უთხარით მას აიღოს სასურველი ყუთი, შერჩევის შემდეგ უთხარით არ გახსნას ის თამაშის დასრულების ბოლომდე. შემდეგ ბავშვებს, რომლებიც აიღებენ სასურველ სასაჩუქრე ყუთებს, გახსნის უფლება რიგითობის მიხედვით მიეცემათ. ისაუბრებენ ერთმანეთთან, გაცვლიან იდეებსა და აზრებს, რათა გამოიცნონ რა შეიძლება იყოს ყუთში. მას შემდეგ, რაც ყველა მოთამაშის საჩუქარი იქნება გახსნილი, ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველა ძველ სათამაშოს იღებს საჩუქრად და კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან რა დევს პირველი მოთამაშის გაუხსნელ ყუთში. თამაშის დასასრულს პირველი მოთამაშეც ხსნის ყუთს, ყველა იგებს, რომ მის ყუთშიც ძველი სათამაშოა. საბოლოოდ ყველა იღებს საჩუქარს. ეს აქტივობა ბავშვებს აძლევთ საშუალებას კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და შემდეგ ეტაპზე მშობლებისგან საოჯახო სათამაშოების ისტორიებიც მოისმინონ.

საშობაო ტორტის მორთვა

მიეცით ბავშვებს რამდენიმე შაქრის ნამცხვარი და სხვა და სხვა საშობაო ნამცხვრის დეკორაცია. დაამზადეთ მათთან ერთად ტორტი, შემდეგ კი მიეცით დეკორაცია, რათა თავად მორთონ საახალწლო გემრიელი დეკორაციული ტკბილეულით. ბევრისთვის ეს აქტივობა საოჯახო ტრადიციის ნაწილია და იცოდეთ, რომ წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა.

დავაწყოთ საჩუქრები

ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებათ ამ სახალისო თამაშისთვის არის სხვადასხვა ზომის რამდენიმე სასაჩუქრე ყუთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მუყაოს ყუთებიც. თამაშის აზრი მდგომარეობს შემდეგში, უნდა დააწყოთ ისე, რომ მისცეთ კონსტრუქციის ფორმა და შეეცადოთ არ დაიშალოს. თამაშის მიზანია ნახოთ, რამდენი საჩუქარის დალაგება შეუძლიათ ბავშვებს წყობის დამხობამდე. ყველაზე მაღალი გროვა ყველაზე მეტი საჩუქრით იგებს ამ თამაშს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ითამაშოთ გუნდებში ან წყვილებში. აქტივობა ძალიან სახალისოა და სასარგებლო, რადგან კოგნიტურ უნარებთან ერთად ბავშვს ასწავლის თუ როგორ დაიცვას წონასწორობა და იყოს კონცენტრირებული.

ამ მარტივი აქტივობებით, შეძლებთ ბავშვების გახალისებას, მათი კოგნიტური უნარების განვითარებას. შექმნით საოჯახო გარემოს და ხელს შეუწყობთ, რომ არდადეგების პერიოდი მათთვის უფრო მხიარული და საინტერესო გახდეს.

აქტივობების მოფიქრება და პატარებთან ერთად შესრულება, თქვენს საოჯახო გარემოზე მორგებითაც შესაძლებელია. გამოიგონეთ სახალისო სიტუაციები და დატკბით ერთობლივი ჩართულობით. ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ.

ასევე იხილეთ:

როგორ მივულოცოთ ახალი წელი 26 ქვეყნის ენაზე

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.