ახალი ამბები

ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი – თამარ გაბუნია

დღეს, სკოლები, პანდემიის მართვისთვის კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად ადაპტირებული არიან და მექანიზმები აქვთ შექმნილი, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება შემთხვევაზე და თავი რისკებისგან დაიცვან.

„ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იმაზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო. სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის, თავის მიკრო გარემოში კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი 17 იანვარს განახლდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ შანსი, “ომიკრონის” ახალგაზრდებში, მათ შორის მოსწავლეებში გავრცელებისა, მაღალია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.