როგორია დახურული სკოლებისა და კლასების სტატისტიკა 17 იანვრის შემდეგ – სამინისტროს მონაცემები
2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. განათლების სამინისტროს მიერ, დღეს EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. რაც ვშეეხება მასწავლებლებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა პედაგოგმა გამოთქვა.
სამინისტრო განმარტავს, რომ კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
„დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვირუსის პრევენციისათვის კვლავ განაგრძობს სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, – წერს მიხეილ ჩხენკელის უწყება.
ასევე იხილეთ:
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 24 000-მდე მოსწავლემ მოითხოვა – რეკორდული სტატისტიკა ერთ დღეში