ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტები, რომლებმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები მოიპოვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტები, რომლებმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები მოიპოვა

წარმოდგიდენთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მორიგ პროექტს, რომელმაც გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში – „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და ტექსტილის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება“.

პროექტის განმახორციელებელია საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი დიზაინის დეპარტამენტი. პროექტი გულისხმობს ქართული ორნამენტის, როგორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოძიებას, შესწავლა-გაანალიზებას, სისტემატიზაციასა და კლასიფიცირებას თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებში დანერგვის მიზნით. დაგეგმილია ასევე პროექტის საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს დაინტერესებულ პირთათვის (პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები) სისტემატიზირებული და ტიპოლოგიზირებული ქართული ორნამენტის ნიმუშების დამზადების პროცესის ვიზუალიზაცია-ვერბალიზაციას.

პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი _ „ჩაიცვი ქართულად“, რომელშიც ტიპოლოგიურად კლასიფიცირებული და სისტემატიზირებული ორნამენტი წარმოდგენილი იქნება ფოტოებითა და ესკიზების სახით. შედეგები მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება ქართული, კავკასიური, აღმოსავლური და ევროპული კულტურის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე გამოყენებით დიზაინში მომუშავეთა შორის, მეწარმეებისთვის, რომელთაც შეეძლებათ თანამედროვე ნაწარმში გამოიყენონ ქართული ორნამენტი ან მისი ფრაგმენტები; ხელს შეუწყობს შინამრეწველობის აღორძინებას და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში გამარჯვება პროექტმა,„ბლანტდრეკადი თხელი სხეულების მიკროპოლარული თეორიების სხვადასხვა ვარიანტების აგება ლეჟანდრეს პოლინომების გამოყენებით და ზოგიერთი ამოცანების რიცხვითი მეთოდებით ამოხსნა“, შეძლო.

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი, ავტორი და შემსრულებელი კი საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი. პროექტის მიზანია ბლანტდრეკადი თხელი სხეულებისათვის კლასიკური და მიკროპოლარული თეორიების სხვადასხვა ვარიანტების აგება ლეჟანდრეს პოლინომთა გამოყენებით: მოძრაობისა და წონასწორობის განტოლებების და განმსაზღვრელი თანაფარდობების მიღება, ზემოთაღნიშნული სხეულების არეების ახალი პარამეტრიზაციის შემთხვევაში საწყის–სასაზღვრო ამოცანების დასმა და რიცხვითი ამოხსნა;ასაგები თეორიების გამოყენების სფერო ძირითადად პოლიმერული მასალებისა და კონსტრუქცების, ბიოლოგიური სხეულების, აგრეთვე ლითონებისა და სხვა არასაკმაოდ დრეკადი სხეულების მექანიკაა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული აწსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის – ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნათია ქვაჩაკიძეა. პროექტი “ერნესტ ჰემინგუეი და XX საუკუნის II ნახევრის ქართული პროზა” ფონდის მიერ დადებითად იქნა შეფასებული და გამარჯვებულთა შორის მოხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სიღრმისეულად შეისწავლოს და გაანალიზოს ერნესტ ჰემინგუეის მხატვრული სტილის გავლენა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ ავტორთა პროზაზე.

პროექტს მენტორობას გაუწევს პროფესორი ირაკლი ცხვედიანი, ხოლო კონსულტირებას – პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი და გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი – შტეფან ბრანდტი. პროექტის შედეგებისა და კვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებების ასახვა მოხდება სამეცნიერო სტატიებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილების მეშვეობით. შედეგები კი შეჯამდება სამეცნიერო მონოგრაფიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ნათია ქვაჩაკიძეს ასევე მოპოვებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის ფარგლებში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა კვლევით აქტივობებში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ფაკულტეტებსა და პროექტების ავტორებს!

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.