რუსეთმა დაბლოკა ვებგვერდი, რომელიც დაღუპული სამხედროების ამოსაცნობად შეიქმნა – BBC
რუსეთის კომუნიკაციების საზედამხედველო ორგანომ, როსკომნადზორმა დაბლოკა უკრაინული ვებგვერდი, სადაც უკრაინაში დაღუპულ და ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებზე იწერება რათა მათი ამოცნობა ახლობლებმა შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ვებგვერდი უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შექმნა. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჯამში 4 300 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსული მხარეს კი ამ დრომდე არ გაუვრცელებია მათ მხარეს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]