ახალი ამბები

პუტინი დღესაც იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008-ში საქართველოში შეჭრისას დაარღვია – პრაისი

პუტინი დღესაც იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008-ში საქართველოში შეჭრისას დაარღვია – პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი  უკრაინაში იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008 წელს საქართველოში დაარღვია.

ამის შესახებ ნედ პრაისმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტმა მას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არაეფექტურად შეფასებაზე ჰკითხა.

ნედ პრაისის თქმით, ისინი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, რომ მხარი არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ წესებზე დაფუძნებული წესრიგს დაუჭირონ.

მისივე თქმით, ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ესმის ისე, როგორც ეს საქართველოში ესმით.

„პრინციპები, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპები, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღესაც. ის, რომ საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს და დიდი სახელმწიფოებიარ უნდა დაჩაგრონ პატარა ქვეყნები, რომ ძალა არ უდრის უფლებას, ეს ყველაფერი სასწორზეა. ევროპაში იქნება თუ წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენ ამ პრინციპებს ყველგან ვიცავთ და მოვუწოდებთ ქვეყნებს, დადგნენ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.