ახალი ამბები

ქალთა ისტორიის თვე – დისკუსია „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში”

ქალთა ისტორიის თვე – დისკუსია „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში”

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) თანამშრომლობით 17 მარტს, 17:00 საათზე გეგმავს ჰიბრიდულ საჯარო დისკუსიას თემაზე „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

დისკუსიაზე გაგაცნობთ შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის მშენებელობის პროცესში. მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, ისაუბრებენ კარიერულ გზასა და გამოწვევებზე, რომლებსაც საქმიანობაში წააწყდნენ.

საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.
ლექციაზე ნებისიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებენ მხოლოდ რეგისტრირებული პირები, რომლებსაც წინასწარ ექნებათ რეგისტრაცია გავლილი.

მომხსენებლები

პირველი პანელი:
ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
სოფი ვესტერბერგი, შვედეთის სამეფოს საელჩო (წარმომადგენელი?) საქართველოში
ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

მეორე პანელი:
თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე

მოდერატორი
მარი დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი

სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური
დრო: 17 მარტი,17:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია G106 (ქაქუცა ჩოლოყაშვილის N⅗)
ფორმატი: ჰიბრიდული

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.