საზღვარგარეთ მყოფი მშობლები მოსწავლის ონლაინ ჟურნალს ვერ ამოწმებენ – EMIS-ის განმარტება
29 მარტს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მშობელმა მიმართა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება და შვილის ელექტრონულ ჟურნალს ვერ ამოწმებს. მშობელი განმარტავდა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ვერ შედის ონლაინ ჟურნალში ბავშვის ქულების შემოწმების მიზნით.
განათლებლის მართვის საინფორმაციო სისტემის(EMIS) პასუხიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მშობლებისთვის ამ სერვისით სარგებლობის შეზღუდვას თავისი მიზეზი აქვს:
“მსოფლიოში გაზრდილი კიბერ საფრთხეების გამო, ამ ეტაპზე აუცილებელი გახდა შეზღუდულიყო უცხოეთიდან წვდომა მართვის სისტემის გარკვეულ სერვისებზე. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ატარებს ყველა აუცილებელ სამუშაოს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი უსაფრთხოების ნორმის დაცვით მართვის სისტემის მიერ შეთავაზებულ გარკვეულ ელექტრონულ სერვისებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ შეუფერხებელი წვდომის აღდგენა. ვცდილობთ მაქსიმალურად ამ საკითხის დროულ მოგვარებას”, – განუმარტა მოწავლის მშობლებს EMIS-მა.
ასევე იხილეთ: