ახალი ამბები

„ამაში ქულა არ დაგაკლდებათ!“ – რომელი ფორმა უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა -1-ელი თუ 1-ლი

„ამაში ქულა არ დაგაკლდებათ!“ – რომელი ფორმა უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა -1-ელი თუ 1-ლი

2023 წლის აბიტურიენტების კითხვას, რომელი ფორმა ჩაითვლება სწორად რიგობითი რიცხვითი სახელის ჩაწერისას – 1-ელი თუ 1-ლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომელ ვარიანტს აირჩევს წერისას აბიტურიენტი, მას ქულა არ დააკლდება.

ნანა ლოლაძემ ისიც განმარტა, როდის ჩაითვლება კონკრეტული ფორმის გამოყენება შეცდომად.

„ეს ნორმა შეიცვალა, მაგრამ თქვენ ეს არ გეხებათ. გინდათ ერთი დაწერეთ, გინდათ მეორე. დაწერეთ “პირველი” ასოებით, სიტყვიერად, არ გინდათ ზედმეტი ციფრების და სიმბოლოების შემოტანა, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, სანამ სწორედ ეს საკითხი და არაერთი სხვა ახალი საკითხი არ შევა თქვენი სასწავლო პროგრამასა და სახელმძღვანელოებში, სანამ არ გავა რამდენიმე წელი, როცა დანამდვილებით გვეცოდინება, რომ ამ ნორმამ დაიმკვიდრა ადგილი და ყველა ახალგაზრდამ ეს იცის როგორც ნორმა, მანამდე, ამაში ბუნებრივია, არ დაგაკლებთ ქულას და არ მოგთხოვთ, რომ ახალი ნორმა დაიცვათ“, – უთხრა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს.

ცნობისთვის, გასულ წელს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, შეიცვალა რიგობითი რიცხვითი სახელის, 1-ელის, ჩაწერის ფორმა დადგინდა ახალი მიდგომა. ცვლილებების თანახმად, მცდარად არის მიჩნეული წერის ფორმა: 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს და ა.შ. აღნიშნული ციფრი უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის, 1-ელით, 1-ელად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.