ახალი ამბები

რატომ არ იფრინა ვერტმფრენმა ღამით შოვში – გომელაურის პასუხი

რატომ არ იფრინა ვერტმფრენმა ღამით შოვში – გომელაურის პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შოვში ვერტმფრენები ღამით მაღალი რისკის გამო არ დაფრინავდნენ.

დღეს 13 აგვისტოს გომელაური რაჭაში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

„ვერტმფრენებს რაც შეეხება, ვერტმფრენები ჩამოვიდნენ, დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის, არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცბად გავარდე, მათ მომზადება სჭირდება. ასევე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში . მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს.. კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარესაც იყო უსაფრთხო ადგილი, ფერდობზე. იქ უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც.. დაღამდე, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე – ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმწამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტებმაც – არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ 3 საათში ადამიანები, გავრისკოთ და პილოტები დავღუპოთ,“ – ამბობს ვახტანგ გომელაური.

დამატებით კითხვაზე, თუ ვერტმფრენი ყველანაირად აღჭურვილია, პრობლემა მხოლოდ ღამის ფაქტორი იყო, ვახტანგ გომელაური დასძენს:

„ვერტმფრენს შეუძლია ფრენა. მთებში არის რისკის ფაქტორი, შეუძლიათ ღამე აფრინდეს თუ კარგი ამინდია, ვთქვათ, ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს და სხვა. რელიეფს გააჩნია, თუ არის მთაგორიანი.. თუ რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლია გარისკვა,“

შს მინისტრი ამბობს, რომ დღეს საქართველოს 6 სასაზღვრო ვერტმფრენი ჰყავს, რომელთაგან 4 საბჭოთა კავშირის დროინდელია, 2 კი ახალი. მიუხედავად სიძველისა, გომელაური ამბობს, რომ ყველა ვერტმფრენი გადის რეგულარულ ტექდათვალიერებას.

რაც შეეხება ახალ ვერტმფრენებს, რომელიც სახელმწიფომ საფრანგეთისგან შეიძინა, გომელაურის ინფორმაციით, პირველი მათგანი, მარტში ჩამოვა.

კითხვაზე, რომელიც სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს ეხებოდა, გომელაური ირწმუნება, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას იყვნენ – „არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს, შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო,“

„რისკია, ხეობაა, მთა არის, ხეებია – შეიძლება რაღაც წამოედოს. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ყაზბეგში, მიმდინარეობს ამაზე გამოძიება. გუდაურში – იქაც გარისკეს პილოტები,ა თუმცა, მოხდა უბედურება. იგივე შეიძლება რაღაც განმეორდეს, როცა უსაფრთხოდ არიან, მთაზე სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს ან მდინარე ადიდდეს- რატომ უნდა გარისკოს ხო?,“


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.