ახალი ამბები

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს

გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს და ამბობს, რომ ინიციატივა სამუშაობის გადაბარების შესახებ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის.

გელათის საკითხთან დაკავშირებით კულტურის მინისტრსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 24 თებერვალს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატები, ICOMOS-საქართველოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და სხვა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დისკუსიის დასასრულს თეა წულუკიანმა წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმადაც, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ ხელმძღვანელობას გასწევს საპატრიარქო, სამინისტროს მხრიდან კი ამ პროცესისთვის საჭირო ყველა საკითხში შესაბამისი ჩართულობა იქნება.

„საკითხის განხილვის შემდეგ საპატრიარქომ მიიღო შეთავაზებული წინადადება და თანხმობა განაცხადა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ საპატრიარქო იზრუნებს, რათა შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც გელათის პრობლემების გადაწყვეტაში ყველა კომპეტენტური მხარე ჩაერთვება, რამაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი სამუშაოების საუკეთესო მეთოდიკისა და გზების გამონახვა“, — აცხადებს საპატრიარქო და დასძენს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება უახლოეს პერიოდში იურიდიულად გაფორმდება.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ძეგლზე სამუშაოები ორი მიმართულებით ჩატარდა: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა და შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებოდნენ უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაკვეთით, გელათში არსებული ვითარება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და რესტავრაციის შედეგები შემაშფოთებლად შეაფასა. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნას „მცირერიცხოვან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული“ უწოდა. საპატრიარქომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და იქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. ასევე, განაცხადა, რომ გელათში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის პროფესიონალთა ჯგუფით.

„ICOMOS საქართველო“ იზიარებს საპატრიარქოს მოწვეულ ექსპერტთა დასკვნას, რომ კულტურის სამინისტროს უცხოელი ექსპერტების მეთოდოლოგია გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ ეფუძნებოდა სათანადო კვლევას და არ შეესაბამებოდა ძეგლის სპეციფიკის საჭიროებას.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

საპატრიარქოს დაკვეთილი კვლევა გელათის რესტავრაციის შედეგებს შემაშფოთებლად აფასებს

ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს — „ICOMOS საქართველო“ გელათზე

„პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებებია“ — სამინისტრო გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაზე

“სინამდვილეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო გელათის დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხობს

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.