ახალი ამბები

სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე ავრცელებს და რუსთავის ციხეში პენიტენციური სამსახურის ესკორტის შესვლის კადრებს აქვეყნებს.

რუსთავის ციხესთან მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები.

“ქურდულად და ყაჩაღურად გაიტაცეს. ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია”, – ასე ეხმსურება სააკაშვილის გვიან ღამით გადაყვანას მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

სააკაშვილის დაცვის მხარეს დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნების საპირისპიროდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე მოხდა.

სააკაშვილის გორის ციხიდან გადაყვანის შესახებ თავდაპირველად მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დაწერა. პენიტენციური სამსახურს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს საპოლიციო ძალებმა, რომლებიც ადგილზე სააკაშვილის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პატრულირებდნენ.

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა. სააკაშვილის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მეორე დღეს განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების თაობაზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.