თბილისში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვს 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა.
“ეს ბავშვი 1 კვირის წინ გადმოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმიდან, ინტუბირებული, მართვით სუნთქვაზე. [ასევე ჰქონდა] სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი.
1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციაში და ხდებოდა მისი მკურნალობის პროცესი, მაგრამ გაუმჯობესების მიღება ვერ იქნა და გუშინ გარდაიცვალა”, — დასძინა მან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 83 ადამიანი გარდაიცვალა.