კსუ-ში სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი შეხვდა
24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე შეხვდა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ – მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. ასევე, გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები/ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები