სასკოლო წიგნებისა და სკოლების სხვა რესურსების ეფექტიანობას პარლამენტში შეაფასებენ

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფი დაამტკიცა, რომელმაც სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების შესწავლისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით უნდა იმუშაოს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ტალიაშვილმა, სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების მიზნით შექმნილი მოკვლევის ჯგუფის შესწავლის საგნებზე ისაუბრა.

როგორც ტალიაშვილმა 6 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ჯგუფი შეისწავლის: სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრაქტიკას, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეფასების მახასიათებლებს, არსებული ციფრული რესურსებისა და სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების პრაქტიკას, მასწავლებლების მიერ სასწავლო რესურსის შემუშავების კუთხით არსებულ პრაქტიკას და ამ მექანიზმის მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

„თემატური მოკვლევა ეხება საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას. საგანმანათლებლო რესურსები სკოლაში მოიცავს რამდენიმე სფეროს, ერთის მხრივ ეს არის სახელმძღვანელოები, მეორეს მხრივ ეს არის უკვე თანამედროვეობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, ციფრული რესურსები, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ გახდა ერთერთი აუცილებელი კომპონენტი განათლების სისტემის. ასევე სასწავლო რესურსებში მოიაზრება ის ლაბორატორიები და სხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტულ დისციპლინებში და საგნებში კურიკულუმით გათვალისწინებული თემების ფართო და სიღრმისეული შესწავლისთვის,“ – განაცხადა ტალიაშვილმა ინიციატივის წარდგენისას.

მისივე ინფორმაციით, კვლევით ჯგუფის წევრები იქნებიან: გიორგი ამილახვარი, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ლადო კახაძე, ბაია კვიციანი, ბექა დავითულიანი და როსტომ ჩხეიძე.

ასევე იხილეთ:

„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.