ახალი ამბები

ზახაროვას განცხადების გამო კიშინოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

ზახაროვას განცხადების გამო კიშინოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

მოლდოვამ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეტოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ პრეზიდენტ მაია სანდუს შესახებ „მიუღებელი ენის“ გამოყენების გამო დაიბარა.

19 აპრილს, პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მანამდე პარლამენტმა მიიღო უკრაინის ომში რუსული ძალების მიერ გამოყენებული სიმბოლოების, მათ შორის „Z-ს“ „V-სა“ და გიორგიევსკის ბაფთის აკრძალვის შესახებ.

„ასეთი სიმბოლოების ადგილი, ნგრევისა და სიკვდილის სხვა ბარბაროსულ სიმბოლოებთან ერთად, არის ისტორიის სანაგვეზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ისინი, ვინც საკუთარ თავს აძლევენ უფლებას ასეთი სიტყვებით მოიხსენიონ სიმბოლო, რომელსაც ხალხმა სიცოცხლე შესწირა, ისტორიის ნაგავსაყრელზე თავადვე აღმოჩნდებიან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევთ, რომ გაეცნონ მაია სანდუს მოხსენების ტექსტს, რომელიც ხელმისაწვდომია რუსულ ენაზეც და არ ტოვებს სივრცეს დამატებითი ინტერპრეტაციისთვის.

„მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება ფაშიზმზე და ნაციზმზე. პატივი უნდა მივაგოთ დაღუპულებს და დავიცვათ მეოცე საუკუნის მთავარი ტრაგედიის – მეორე მსოფლიო ომის ხსოვნა“, – ციტირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს.

მოლდოვა მოუწოდებს, რუსეთს, რომ არ დაუშვას ჩარევა მოლდოვის დემოკრატიულ, ლეგიტიმურ და შიდა პროცესში.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სიმბოლოები რომელთაც რუსული არმია იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს, არაერთ ქვეყანაში აიკრძალა.

გიორგიევსკის ბაფთა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოა, თუმცა, პუტინის რუსეთში იგი პანრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ იქცა.

მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში არსებული კონფლიქტისა და რუსეთის მიერ მოლდოვის გაზით მომარაგებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პერიოდულად იძაბება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.