ახალი ამბები

გადაწყვეტილება მიღებულია – 13 მაისიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით წარიმართება

გადაწყვეტილება მიღებულია – 13 მაისიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით წარიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

სამინისტროს დღევანდელი განცხადების შემდეგ, შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტმა რამდენიმე საათში გაავრცელა.

EDU.ARIS.GE თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში.

“რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – წერია თსუ ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების ნაწილმა გუშინდელი ღამე თსუ-ის სააქტო დარბაზში გაათენა. თვეზე მეტია, მათი მთავარი მოთხოვნაა ლექციებზე დასწრება დისტანციურად შეძლონ და უნივერსიტეტმა ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი აამოქმედოს.

თსუ-ში სასწავლო პროცესი სრულად დასწრებულ რეჟიმში 2 მაისს განახლდა.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრო თსუ-ს: მაქსიმალურად გაითვალისწინეთ სტუდენტების მდგომარეობა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.