ახალი ამბები

სოხუმი აცხადებს, რომ თბილისი აფხაზურ უწყებებს ერთმანეთს უპირისპირებს

სოხუმი აცხადებს, რომ თბილისი აფხაზურ უწყებებს ერთმანეთს უპირისპირებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ახალგახსნილი მედიაცენტრი მისი ტელეგრამის არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან, დასავლელი მრჩევლების ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისა და მათ შორის კონფლიქტების პროვოცირების ინტერესის ტენდენცია შეიმჩნევა.

უწყება ირწმუნება, ანონიმური ანგარიშების მქონე პირები, პროვოკაციის მიზნით, აფხაზეთის ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ და ზოგს აქებენ, რაც, მედიაცენტრის მტკიცებით ნეგატიურ გავლენას ახდენს აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების მუშაობასა და მათ ეფექტიანობაზე.

რა პროვოკაციებს გულისხმობს მედიაცენტრი, დაკონკრეტებული მის განცხადებაში არ არის.

მედიაცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას, გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია და მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებულ წყაროს ენდონ.

რამდენიმე კვირის წინ ინალ არძინბამ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში ქართული და დასავლეთის სპეცსამსახურების მზარდ აქტიურობასთან დაკავშირებით.

არძინბა აცხადებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთში მიზნები აქვთ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.