ახალი ამბები

ხელისუფლება უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას – ლომჯარია

ხელისუფლება უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციას უკვე არღვევს, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

ასე გამოეხმაურა ის დღეს, 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ისე არ უნდა წარმოაჩინონ,  „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“.

„საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო არაფერს „მათხოვრობს“ და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის და თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება“ ყველაფერს „ფარდას ახდის“.

თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ღარიბაშვილი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.