ფუნქციური წერა – 5 პირობა გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს დავალების წარმატებით შესრულებისთვის

ფუნქციური, იგივე ანალიტიკური წერა ერთერთი დავალებაა საგამოცდო ტესტში, რომლის შესრულებაც წელს, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად, პროფესიული უნარების გამოცდაზე გასულ პედაგოგებს მოუწევთ. ორივე გამოცდაზე 12 500-ზე მეტი მოქმედი პედაგოგია დარეგისტრირებული. რადგან გამოცდა პირველად ტარდება, მასწავლებლების ინტერესი კონკრეტულად ამ დავალებისადმი მაღალია და განმარტებებიც, როგორც ოფიციალური უწყების, ასევე საგნის ექსპერტების მხრიდან აქტუალობას არ კარგავს.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ მენტორი და წამყვანი მასწავლებლის საგამოცდო ტესტში, წერითი დავალებაში სიტყვების რაოდენობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი დავალების შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა და ეს არის ფუნქციური წერა: „ფუნქციური წერის დავალების მოთხოვნაა, რომ მინიმუმ 140 სიტყვა უნდა გამოიყენოთ. დანარჩენი დავალების შემთხვევაში სიტყვების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა… ფუნქციური წერა მოითხოვს იმას, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, რამდენად კარგად შეგიძლიათ მიაწოდოთ ორგანიზაციას და აუხსნათ პრობლემის შესახებ და რამდენად შეგიძლიათ, თქვენი მსჯელობა იყოს არგუმენტირებული… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერი ორგანიზაცია და არც დაარქვათ ის სახელი, რაც სინამდვილეში ჰქვია. უბრალოდ, ზუსტად უნდა განსაზღვროთ, ვის მიმართოთ, უნდა აჩვენოთ ნაშრომში რატომ და რისთვის მიმართეთ და როგორ დაასაბუთებთ თქვენს მოთხოვნას იმისათვის, რომ ეს ორგანიზაცია დაგეხმაროთ… რაც მთავარია, ფუნქციური წერის და საერთოდ, ნაწერის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ტექსტი ისე იკითხებოდეს, რომ აკმაყოფილებდეს იმ წესებს, რასაც გამართულად ნაწერი ჰქვია“.

რა უნდა გაითვალისწინონ წამყვანის და მენტორის გამოცდაზე გამსვლელმა პედაგოგებმა – რეკომენდაციები „ნაეკისგან“

ფუნქციური წერისთვის, მაქსიმალური ქულა, როგორც ეს გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ ნიმუშებშია აღნიშნული არის 8.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2022

ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, როლანდ ხოჯანაშვილი, 7 ივნისს, გამოცდაზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის ხუთ პირობას აქვეყნებს, რომელიც მონაწილეებს ფუნქციური წერის დავალების შესრულებას გაუადვილებს:

„გთავაზობთ ხუთ პირობას ფუნქციური წერისთვის.

გაითვალისწინეთ: ქვემოთ მოცემული დავალებები მხოლოდ ნიმუშებია და არა საგამოცდო კითხვის ზუსტი ანალოგები.

ზოგადი ინსტრუქცია: სათქმელი ჩამოაყალიბეთ ნათლად და გასაგებად. მკაფიოდ წარმოაჩინეთ პრობლემის არსი და დამაჯერებლად დაასაბუთეთ საკუთარი მოთხოვნა.

გაითვალისწინეთ, ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დავალების პირობები:

  1. რეგიონში არსებული მიკროკლიმატი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივებმა აწარმოონ უნიკალური ღვინო, ამისთვის ესაჭიროებათ ფინანსური და სარეკლამო მხარდაჭერა მეღვინეებს. მიმართეთ N სარეკლამო და N ფინანსურ ორგანიზაციებს ერთი დოკუმენტით, რომლითაც დაადასტურებთ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
  2. საკურორტო ზონის დასუფთავებისთვის მიმართეთ მოხალისე ორგანიზაციის სახელით ადგილობრივ თვითმმართველობას, დაასაბუთეთ დასუფთავებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა.
  3. სოციალური ქსელის საშუალებით მიმართეთ აქტიურ მოქალაქეებს N ურბანული ზონის გამწვანების აქციის მოწყობის შესახებ. დაასაბუთეთ აქციის მოწყობის აუცილებლობა და წარმადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.
  4. მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფის სახელით წარმოადგინეთ N პროფკავშირული ორგანიზაციის სახელზე პედაგოგთა საჭიროებების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.
  5. მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მიმართეთ N ქალაქის მერს, რათა სკოლაში კომპეტენტურმა პირმა ჩაატაროს ლექცია თვითმმართველობის შესახებ. დაასაბუთეთ მოთხოვნა და წარმოადგინეთ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია.

კრიტერიუმი 1. მოთხოვნის ჩამოყალიბება

სათქმელი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული _ 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში _ 1 ან 0);

კრიტერიუმი 2. მსჯელობის დასაბუთება

მოთხოვნა დანაჯერებლადაა არგუმენტირებული _ 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში _ 1 ან 0);

კრიტერიუმი 3. ნაშრომის აგება

ნაწერის სტრუქტურა გამართულია, აზრები მწყობრადა და თანმიმდევრულადაა გადმოცემული, მსჯელობის ნაწილები ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან _ 1 ქულა ( სხვა შემთხვევაში _ 0);

კრიტერიუმი 4. სტილი, ლექსიკა

სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია, თხრობის ტონი თემასთან მიმართებაში ადეკვატურია _ 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში _ 1 ან 0);

კრიტერიუმი 5. სინტაქსი, მორფოლოგია, პუქტუაცია

არ არის დაშვებული 10 შეცდომაზე მეტი _ 1 ქულა (სხვა შემთხვევაში _ 0).

ამ ფუნქციურის წერაში აბსოლუტური უმრავლესობა 8 ქულას მიიღებს, თუ ტესტში მოცემულ პირობას დაუკვირდება და ისე შეასრულებს, როგორც ითხოვს დავალება. არ ენდოთ მოცემულ-მოწოდებულ კონკრეტულ მაგალითებს, არავინ იცის, რა შინაარსის იქნება დავალება“.

ასევე იხილეთ:

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.