ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვითანამშრომლებთ – სანდუ უკრაინაში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სანდუს ინფორმაციით, კიევში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ მოლდოვა და უკრაინა ითანამშრომლებენ ევროკავშირში გაწევრიანების გზასა და ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებში.

ამის შესახებ სანდუმ განცხადება დღეს, 27 ივნისს გაავრცელა:

“გამოვხატე ჩემი აღტაცება იმ სიმამაცის გამო, რომელსაც უკრაინელები იჩენენ საკუთარი სამშობლოს რუსული აგრესიისგან დასაცავად  და დავარწმუნე ისინი, რომ მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინის გვერდით დგას.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას მოლდოვაში. გავაძლიერებთ სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებს მოლდოვის ტერიტორიაზე, რათა მოვაწყოთ დერეფნები საქონლის ტრანსპორტირებისთვის უკრაინაში და უკან.

საუბრისას პრეზიდენტ ზელენსკის ასევე შევუთანხმდი, რომ ჩვენი ქვეყნები ითანამშრომლებენ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებში, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. “ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებას ევროპულ ოჯახში და მათთვის ჩვენ ასეთი მომავალი გვმართებს”, – წერს სანდუ საკუთარ განცხადებაში.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.