განათლების სამინისტრომ X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირება გამოაცხადა

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება გამოსცა.

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა, მაგრამ გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში: 1. სამოქალაქო განათლება (პროექტული სწავლება) X კლ; 2. მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (X კლასი).

პირველი ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ბრძანება მისი რამდენიმე დანართის შესაბამისად უნდა აღსრულდეს, რაც სამინისტროსგან გამოქვეყნებული არ არის.

ასევე იხილეთ:

რომელ საგნებში ვერ შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები და როდის გამოცხადდება კონკურსი

„ელექტრონული ვერსია მაინც მოგვაწოდონ“ – პედაგოგებს გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე აზრის გამოთქმა 3-ივლისამდე შეუძლიათ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.