ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას — ყაველაშვილი

“ქართული ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატიდან ერთ-ერთი, მიხეილ ყაველაშვილი “საზოგადოებრივი მოძრაობის” შესაძლო დაფუძნებაზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ მან Postv-ს ეთერში ისაუბრა და სოციალურ ქსელშიც დაწერა.

“ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას!” — წერს ყაველაშვილი და სოციალური ქსელის აუდიტორიას უზიარებს ინტერვიუს ტელეკომპანია Postv-ს ეთერში, რომლის დროსაც დეპუტატმა დასძინა:

“შესაძლებელია, აი ახლა იდეა გამიჩნდა, იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ ჩვენ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ. ამით მაინც დავანახოთ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ამ პოზიციის მომხრეა — ომის არდაშვება და ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების — აშშ-ის და ევროკავშირის — რომ მათ გველაპარაკონ ღიად, დაიცვან ის პოზიციები და არ მოხდეს აქ ხელოვნური ჩარევა და რევოლუციებზე ფიქრი”.

მიმდინარე წლის ივნისის მიწურულს “ქართული ოცნება” სამმა დეპუტატმა — დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა — „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით დატოვა და ანტიდასავლური რიტორიკა გაააქტიურა.

დეპუტატებმა გაავრცელეს რამდენიმე ერთობლივი განცხადება, რომლებიც გაჯერებულია სახელისუფლებო პროპაგანდით, თითქოს „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.