EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვის შედეგები და სპეციალისტის შეფასება – რის მიხედვით აირჩიეს აბიტურიენტემა პროფესია 2022 წელს

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000 აპლიკანტი იყო დარეგისტრიტებული. სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებაზე ჩარიცხვის შემდეგ, ისინი კონკრეტულ პროფესიას შეისწავლიან და ბაკალავრის დიპლომს აიღებენ. საინტერესოა, რის მიხედვით აირჩიეს პროფესია წელს მომავალმა სტუდენტებმა და ამის გამოსაკვლევად EDU.ARIS.GE -მ გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვისთვის შეირჩა 30 აბიტურიენტი. მათგან 15 ბიჭი და 15 გოგო. გავითვალისწინეთ ასაკიც და ვთხოვეთ შეევსოთ ჩვენი კითხვარი.

რესპონდენტებს კითხვარში ასახული 7 კრიტერიუმიდან უნდა აერჩიათ ის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც შეარჩიეს პროფესია. კრიტერიუმები გახლდათ:

  • პროფესიისადმი ინტერესი
  • ნიჭი
  • მშობლების აზრი
  • ანაზღაურება და მატერიალური სარგებელი
  • პრესტიჟულობა
  • ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები
  • სხვა მიზეზი

გამოკითხვამ აჩვენა, რომ შერჩეული აბიტურიენტები ერმანეთისგან განსხვავებულ პროფესიებს ირჩევდნენ. 30-დან 19-მა პროფესიის შერჩევის ძირითად კრიტერიუმად ინტერესი დაასახელა, 8-მ ანაზღაურება და მატერიალური სარგებელი, 3-მა კი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები- მათგან სამივე გოგო იყო.

ჩვენი გამოკითხვის შეფასება კარიერული წინსვლის სპეცილისტსა და ქოუჩს მაცაცო ჭიჭინაძეს ვთხოვეთ.

– ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიისადმი ინტერესი ის ძირითადი კრიტერიუმია, რომლითაც 2022 წლის აბიტურიენტები ხელმძღვანელობენ, როგორც სპეციალისტი, რას ეტყოდით ამ აბიტურიენტებს, სწორი არჩევანი გააკეთეს?

მაცაცო ჭიჭინაძე: მხოლოდ პროფესიის ინტერესი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის შენს მომავალ პროფესიად აირჩიო. პროფესიის არჩევისას დაშვებულ ძირითად შეცდომებში ასევე ერთ-ერთია პროფესიის არჩევა მომავალში მატერიალური სარგებლის მიღების გათვალისწინებით. პროფესიას უნდა ირჩევდნენ საკუთარი თავის კვლევის საფუძველზე. უნდა გაითვალისწინონ ტალანტები, უნარები, თვისებები, ღირებულებები, სურვილები, ინტერესები, მოტივატორები, ნეგატიური რწმუნებულებები. კარიერული კონსულტაციის ფორმატში კი ხდება ზემოთ ჩამოთვლილის კვლევა სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით. ამიტომ, სპეციალისტთან გასაუბრებაც მნიშვნელოვანია.

– რა მაგალითები დაგიგროვდათ ამ მიმართულებით თქვენს პროფესიულ პრაქტიკაში?

მაცაცო ჭიჭინაძე: პრაქტიკაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებმაც არასასურველი პროფესიის შესწავლისას დაკარგეს ბევრი დრო, რესურსი, ფინანსები. ასევე არის უმუშევართა მაღალი მაჩვენებელი, არაპროფესიონალი კადრი. ადამიანები კარგავენ საკუთარი თავის რწმენას, ხდებიან თავდაუჯერებლები, აქვთ თვითმარქვიას სინდრომი, რაც შემდგომ განვთარების საშუალებას არ აძლევს. რადგან ერთხელ არ გამოუვიდათ, ფიქრობენ, რომ პრობლემა მათშია. რეალური მიზეზი კი არასწორი არჩევანია.

– თქვენ რომ იყოთ აბიტურიენტი ამ გამოცდილებით, რაც ახლა გაქვთ, როგორ დაალაგებდით პრიორიტეტებს და რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

მაცაცო ჭიჭინაძე: საკუთარ თავსაც და სხვებსაც ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, გადაწყვეტილება მიიღონ თავად, არ მოექცნენ სხვების გავლენის ქვეშ. პროფესია, რომელიც აინტერესებთ გამოიკვლიონ საფუძვლიანად და გაიგონ რისი კეთება მოუწევთ მომავალში. სასკოლო საგნები არ გააიგივონ პროფესიებთან, მეტი დრო და რესურსი დაუთმონ პროფესიის არჩევის პროცესს, რადგან ეს განსაზღვრავს მათ უახლოეს მომავალს.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აბიტურიენტები ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინში არიან და კიდევ აქვთ დრო, რომ თავიანთი პირველადი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით შეცვალონ. აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე იხილეთ:

რატომ უნდა იფრთხილოთ პროფესიის არჩევისას? – აბიტურიენტებისთვის სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები საუბრობენ

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.