ევაკუაცია ვარკეთილში – „კორპუსს დაზიანების მე-4 ხარისხი ჰქონდა მინიჭებული“

სამგორის გამგეობის ცნობით, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტლის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო.

სამგორის რაიონის გამგეობის თანახმად, ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან ამ შენობის „მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო“ განხორციელდა.

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე“, – აცხადებენ გამგეობაში.

უწყების ცნობით, მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა, თუმცა მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი „ქირით არიან უზრუნველყოფილნი“. გამგეობის თანახმადვე, კორპუსში დარჩენილი იყო კიდევ 30 ოჯახი.

მოგვიანებით სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს საღამოს საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა შეამჩნია, რომ „მოხდა შენობის [მდგომარეობის] დამძიმება“, რის შემდეგაც ევაკუაცია განხორციელდა.

გამგებლის თანახმად, 15 ოჯახი (50 ადამიანი) სასტუმროში გადაიყვანეს, დანარჩენებმა კი ნათესავებთან შეკედლება ამჯობინეს. მის კომენტარს IPN-ი ავრცელებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.