2022-2023 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ცნობილია

2022 – 2023 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა და დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მინისტრის ბრძანება 2022 – 2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე ორ დანართს აერთიანებს, სადაც სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებია მოცემული

ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.

EDU.ARIS.GE – გთავაზობთ ე.წ უფასო ფაკულტეტებს უნივერსიტეტების მიხედვით:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ქართული ფილოლოგია; ისტორია; არქეოლოგია; ფილოსოფია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა.

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:

მშენებლობა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი.

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ჰუმანიტარული მეცნიერებები (არქეოლოგია); ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგიტრო პროგრამა; მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა; არქიტექტურა; ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ქართული ენა და ლიტერატურა; არქეოლოგია; ისტორია; მათემატიკა; ბიოლოგია; ეკონომიკა; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება); ელექტრული ინჟინერია; მშენებლობა; აგრონომია; სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა; გერმანული ენა და ლიტერატურა; ფრანგული ენა და ლიტერატურა; აღმოსავლური ფილოლოგია; ქიმია; ეკოლოგია; გეოგრაფია; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები); სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა; საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა; გამოყენებითი დიზაინი; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები; გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ისტორია; ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; ეკონომიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; აგრონომია; ეკოლოგია; საჯარო მმართველობა; ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; ისტორია; ქართული ენა და ლიტერატურა; ბიოლოგია; სასურსათო ტექნოლოგია; აგრონომია; ეკონომიკა.

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ეკონომიკა; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; მშენებლობა; აგრარული ტექნოლოგიები; ქართული ფილოლოგია; ისტორია; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა; მათემატიკა.

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

მათემატიკა; ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; ქართული ფილოლოგია; არქეოლოგია; ისტორია; აფხაზური ფილოლოგია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა დაწყებითი საფეხურის; ეკონომიკა.

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:

ისტორია; ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; საჯარო მმართველობა; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:

ქართული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; ისტორია; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; ბიოლოგია; ეკონომიკა; საჯარო მმართველობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები.

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;

ი) სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;

კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.

იხილეთ დეტალური ბრძანება დანაღთებითურთ:

2022 – 2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

აქვე იხილეთ კიდევ ერთი ბრძანება:

2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.