საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა – 2022 წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 22 აგვისტოს 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები, სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები გამოაქვეყნა. კერძოდ, სამივე ვარიანტის ოთხივე ნაწილის – წაკითხულის გააზრების, ლოგიკური მსჯელობის, რაოდენობრივი მსჯელობის, ანალიტიკური წერის – პირველადი შედეგები.
„სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლითა და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით და გახსნათ საგამოცდო ბარათ
სწორი პასუხები და შეფასების სქემა
„გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ“, – ნათქვამია „ნაეკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააპელაციო განაცხადების მიღება 23 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ