ახალი ამბები

ბათუმში მოქმედ არალეგალურ კერძო რუსულ სკოლაზე სამინისტრომ სამართალდამცავებს მიმართა

ბათუმში მოქმედ არალეგალურ კერძო რუსულ სკოლაზე სამინისტრომ სამართალდამცავებს მიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ ბათუმში გახსნილ კერძო სკოლა „School Club Georgia-ს“ არ აქვს ავტორიზაცია, რომელსაც გასცემს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მას არ აქვს საქართველოში
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

როგორც სახელმწიფო უწყება განმარტავს, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერᲫო სუბიექტისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა.

კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება”, — აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

ბათუმში მოქმედი კერძო რუსული სკოლა „School club georgia-ს“ შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა.

სკოლის დირექტორმა „ბათუმელების“ ჟურნალისტს პირადი საუბრისას უთხრა, რომ ეს არის კერძო რუსული სკოლა, თუმცა მოგვიანებით, ოფიციალურ კომენტარში უარყო.

პირველი შეხვედრისას აქ თქვეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ასევე გვითხრეს, რომ თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.

წაიკითხეთ ვრცლად:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.