ახალი ამბები

რა მიზნით ვასწავლით მოსწავლეს ამა თუ იმ საგანს? – რეფორმების ჯგუფის განმარტება ისტორიის საგნის მაგალითზე

ხვალ სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 12 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2022-2023 სასწავლო წელს, გარდა საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლებისა, მოსწავლეებისთვის საპილოტე რეჟიმში დაიწყება საგნის “სამხედრო საქმე” და რაგბის, როგორც დამატებითი სპორტული სახეობის სწავლება.

საგანს „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან 18 სკოლაში შეიტანენ, „რაგბის“ კი 150-ში – რა ცვლილებებით იწყება 2022-2023 სასწავლო წელი

რამდენად წარმატებული იქნება ეს სიახლე სკოლებში ერთი წლის თავზე შევიტყობთ, თუმცა საინტერესოა, რომ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შესახებ პედაგოგებისა და მშობლებისთვის განმარტებების მიცემა გზამკვლევის ფორმით დაიწყო და ერთ-ერთი, სექტემბერში გამოქვეყნებული საკითხი სწორედ საგნის სწავლებას ეხება.

სპეციალისტები განმარტავენ რა მიზნით ვასწავლით მოსწავლეს ამა თუ იმ საგანს და რა ფორმით არის განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სხვა საკანონმდებლო დოკუმენტებში.

რა მიზნით ვასწავლით მოსწავლეს ამა თუ იმ საგანს? – რეფორმების ჯგუფის განმარტება ისტორიის საგნის მაგალითზე

მოცემული პირამიდა წარმოაჩენს მიზნების იერარქიას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში. კერძოდ, აქ ჩანს, რომ ყველა საგნის სწავლებას გააჩნია მიზნები, რომლებიც უკავშირდება უფრო დიდ მიზნებს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კონკრეტული საგნების სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები განსაზღვრულია სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით. მაგალითად, ისტორიაში საშუალო საფეხურისთვის (X-XII კლასები) გამოკვეთილია შემდეგი შედეგები და სამიზნე ცნებები.

ვნახოთ, თუ როგორ უკავშირდება ეს მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

ისტორიის სტანდარტის შედეგები საშუალო საფეხურზე: მოსწავლემ უნდა შეძლოს: ისტორიული წყაროს გამოყენება საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთებისთვის; ისტორიოგრაფიის განვითარების კანონზომიერებების დაკავშირება იმის გაცნობიერებასთან, რომ ახალი წყაროების/მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება. ასევე, ისტორიული მოვლენების ანალიზისას ქრონოლოგიისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების ადეკვატური გამოყენება, ისტორიულ პროცესებზე სივრცე-დროითი ასპექტების კვლევა ცვალებადობის ფენომენის გასააზრებლად. შეძლოს ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება, ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით დემოკრატიის პრინციპების (კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თანასწორობა, სამშვიდობო პროცესები) დაკავშირება სახელმწიფოებრიობასა და პატრიოტიზმთან და სხვა მრავალი.

ზოგადი განათლების ჯგუფი განმარტავს, თუ როგორ უკავშირდება ეს მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

თუ დავაკვირდებით, ეროვნული სასწავლო გეგმისთითოეული შედეგი მოიცავს სამ კომპონენტს: – ცოდნა – ცნება, რომელიც სიღრმისეულად უნდა გაიაზროს მოსწავლემ; – ქცევა – რომლითაც შეიძლება გამოიხატოს შეძენილი ცოდნა; – ხედვა/ღირებულება/დამოკიდებულება/კონცეფცია – რომელიც უნდა ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს შეძენილ ცოდნაზე დაფუძნებით.

მაგალითად, ისტორიის სტანდარტის პირველი შედეგია: მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული წყაროს გამოყენება საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთებისთვის; ისტორიოგრაფიის განვითარების კანონზომიერებების დაკავშირება იმის გაცნობიერებასთან, რომ ახალი წყაროების/მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება. აქ ცნება არის – ისტორიული წყარო, ქცევა – საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასაბუთება ისტორიული წყაროს გამოყენებით, ხოლო ხედვა/ღირებულება/დამოკიდებულება/კონცეფცია – “გაცნობიერება”, რომ ახალი მასალები ცვლის ძველ კონსტრუქციებს – არის დანიშნულება, რისთვისაც მოსწავლეს წყაროებისა და ისტორიოგრაფიის შესახებ ცოდნა სჭირდება.

ანუ, ისტორიის სწავლების ერთ-ერთი მიზანია ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზის საშუალებით მოსწავლემ განივითაროს კომპეტენციები, რომლებიც მას საკუთარი მოსაზრების დაცვა-დასაბუთებაში და ინფორმაციის კრიტიკულად გააზრებაში დაეხმარება. სტანდარტის შედეგის მესამე კომპონენტი – ხედვა / ღირებულება / დამოკიდებულება / კონცეფცია – სტანდარტის შედეგს აკავშირებს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. სამიზნე ცნების სიღრმისეული გააზრება კი უვითარებს იმ კომპეტენციებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებით არის განსაზღვრული (მაკროცნებები, ფუნქციურ- კომპონენტური უნარები).

იხილეთ სავარჯიშოები

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა – როგორ გამოიყო საქართველოს ისტორია ცალკე საგნად

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.