ახალი ამბები

დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ” აღინიშნა ჟიურის სპეციალური პრიზით ბანფის წიგნისა და კინოს ფესტივალზე

დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ” აღინიშნა ჟიურის სპეციალური პრიზით ბანფის წიგნისა და კინოს ფესტივალზე

კანადაში, ბანფის წიგნისა და კინოს ფესტივალზე, ჟიურის მხრიდან სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის გადაღებულმა ფილმმა – „ჰეი, გუნეშ”. 

„მომხიბლავი პოეტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვიყვება უჩვეულო ამბავს პატარა გოგოს – გუნეშის შესახებ საქართველში მდებარე სოფელი ქეშალოდან. ხელოვნების ნიმუში გვახსენებს – რა მნიშვნელოვანია, სიკეთე და თავისუფლების წყურვილი ჰარმონიაში იყოს ოჯახთან და ბუნებასთან. გუნეშის მამა – ფაშა დიდი სერიოზულობით ეკიდება შვილის აღმოჩენებს ბავშვობის გზაზე. იგი ახალისებს გუნეშის ინტერესებს, ცნობისმოყვარეობას და მიმართავს უკეთესი მომავლისაკენ, სადაც გუნეშს შეეძლება მიატოვოს მარავალწლიანი საოჯახო ტრადიცია და ყველაზე დიდი ოცნებები აისრულოს. საუცხოო გამოსახულებით, მომნუსხველი ლანდშაფტითა და თხრობის ელემენტად სიჩუმის ჩინებული გამოყენებით, ხელოვნების ნიმუში გარდაქმნის მაყურებელს და აჩენს იმედს კაცობრიობისადმი”, – ასე აფასებს ფილმს ჟიურის წევრი – ხუაკინ გომესი. 

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.