CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამს“ ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის მოწმობა გადაეცა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამს“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ, ოფიციალური მოწმობა გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლანი გოცირიძე; CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი, ლაშა ბოდაველი.
მოწვეულ სტუმრებს შორის აგრეთვე იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და CIU-ის პროფესორები: დავით მაღრაძე და ედუარდ ლეკიაშვილი; ეთნო ოკამის მთავარი მეღვინე, საბა ქიტიაშვილი; ფაკულტეტის წარმომადგენლობა და სხვები.
აღსანიშნავია, რომ მოწმობის გადმოცემას წინ უსწრებდა უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის 2-წლიანი კომპლექსური სახის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ტექნიკური საკითხების შესწავლა, რეგულაციების დადგენა და სხვ.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ,,ოკამი”-ის რეგისტრირება მნიშვნელოვნად დაეხმარება, როგორც ქართლის რეგიონს, ისე ადგილობრივ მევენახეებსა და მეღვინეებს დარგის განვითარებაში.