12 წლის ბავშვი ავარიის შედეგად დაიღუპა, გარდაიცვალა მძღოლიც – რადიო “მარნეული”
მარნეულში 12 წლის ბავშვი მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა, ადგილზევე გარდაიცვალა მანქანის მძღოლიც. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 26 მაისს, მარნეულის სოფელ აღმამედლოში იმ დროს მოხდა, როცა ბავშვს პირუტყვი გზაზე გადაჰყავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
Комментарии в Facebook