ახალი ამბები

საქართველო გმობს ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინაში — საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო გმობს ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინაში — საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას.

„უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

უკანონო რეფერენდუმი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო. საქართველოს მთავრობა ე.წ. რეფერენდუმებს დღეს, 28 სექტემბერს გაემოხმაურა.

წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში“.

სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ე.წ. რეფერენდუმები და თქვა, რომ ის „ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს“.

ზურაბიშვილი: საქართველო გმობს რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.