მასკი უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას პენტაგონს სთხოვს

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია „SpaceX“ აცხადებს, რომ აღარ შეუძლია უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხებს პენტაგონს სთხოვს.

მასკის განცხადებით, მის კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებს.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას აღარ შეეძლო პროგრამის დაფინანსება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით 1 წლის განმავლობაში კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი.

მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.

მასკსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მათ შორის, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.