გახარიას პარტიიდან გარიცხეს ქუთაისის საკრებულოს წევრი

ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებეული პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მისი რიგებიდან გარიცხა ნინო ჩიკვაშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრი.

პარტიის განცხადებით, ჩიკვაშვილი, რომელიც ქუთაისის საკრებულო წევრი მათი სიით გახდა, “ქართული ოცნების” შანტაჟს დაემორჩილა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ჩიკვაშვილს მის საკუთრებაში არსებული სკოლების ფინანური სანქცირებით აშანტაჟებდნენ. მისგან ითხოვდნენ, რომ საკრებულოში საქმიანობა “დამოუკიდებელ დეპუტატად” გაეგრძელებინა.

პარტიის განცხადებას ფეისბუკით უპასუხა ნინო ჩიკვაშვილმაც.

“გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა. მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი”, – აცხადებს ჩიკვაშვილი და არ აკონკრეტებს რაში გამოიხატებოდა ღირებულებითი აცდენა, რომელიც მას პარტიასთან ჩამოუყალიბდა.


7 ოქტომბერს გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ მათი წევრი თბილისის საკრებულოშიც მოისყიდეს და ის პარტიიდან გარიცხეს.

„ოცნებამ“ ჩვენი წევრი 20 000 დოლარად მოისყიდა – გახარიას პარტია

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.