ახალი ამბები

იზრდება განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში – ცვლილება კანონში

იზრდება განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში – ცვლილება კანონში

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, გაიზრდება სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

კერძოდ, კანონპროექტით, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს, ზოგადი განათლების შესახებ კანონის 26-ე მუხლს დაემატება ახალი პუნქტები და უკვე არსებული ჩანაწერიც ახალი რედაქციით დაზუსტდება.

რა იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციებში, ამაზე პირველი განცხადება პარლამენტიდან მოვისმინეთ, სადაც მინისტრის მოადგილემ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამინისტროსთვის განისაზღვრება ვალდებულება კრიზისული სიტუაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ.

„კრიზისულ სიტუაციებში იგულისხმება სკოლაში გამოვლენილი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეული მოულოდნელი შედეგები და ასეთი შემთხვევებისათვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს რელევანტური რეაგირების მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს სკოლას, შესაბამის სპეციალისტებს, იმოქმედონ კოორდინირებულად, წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციის განმუხტვას და დარეგულირებას“, – თქვა სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.

EDU.ARIS.GE-მ, მცდელობის მიუხედავად, მინისტრის მოადგილისგან ამ თემაზე დამატებითი დაზუსტებები ვერ მიიღო, კანონის პროექტში კი საკითხზე ასეთი ჩანაწერი გვაქვს: სამინისტრო ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესს, რომლითაც განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეულ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი.

დოკუმენტის თანახმად, კანონის მიღების შემდეგ, განათლების სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში, ასევე უნდა დაემატოს, რომ:

განათლების სამინისტრო შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგი.

კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტის სხდომაზე მომდევნო საკომიტეტო განხილვის შემდეგ გაიტანენ.

ასევე იხილეთ:

10 მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში სასკოლო სასწავლო რესურსების განვითარებას უნდა დაეხმაროს – საპარლამენტო მოკვლევის ანგარიში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.