მთავრობა: ზარდიაანთკარში ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღვადგენთ

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომისას დაზიანებულ 28 სახლს აღადგენს.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, სახლების აღდგენაზე 1 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება.

სოფელი ზარდიაანთკარი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ომამდე სოფელში ქართული და ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა, თუმცა კონფლიქტის შედეგად სოფელი პრაქტიკულად დაცლილია.

სოფლიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომლის ჯანმრთელობაც ტყვეობაში ყოფნისას განსაკუთრებით შეილახა, კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ კი იგი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს. მოგვიანებით გენადი ბესტაევი თბილისში გარდაიცვალა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.