„თქვენ რა კავშირი გაქვთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან?“ – დეპუტატის კითხვა მიხეილ ჩხენკელს
საკანონმდებლო ორგანოში მისულ საქართველოს განათლების მინისტრს, რომელმაც “მინისტრის საათის” ფორმატში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე საუბარს დიდი დრო დაუთმო, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა ჰკითხა, რატომ არ საუბრობს მინისტრი ამდენს სხვა უნივერსიტეტებზეც.
„ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეთ ქუთაისის ტექნოლოგიურ(საერთაშორისო) უნივერსიტეტზე საუბარს. მე მართლა მაინტერესებს, თქვენ რა კავშირი გაქვთ ამ უნივერსიტეტთან როგორც განათლების სამინისტროს? შეიძლება, პერსონალურად გაქვთ, მაგრამ განათლების სამინისტროს რა წვლილი აქვს იმაში, რომ ერთმა ადამიანმა ჩადო ინვესტიცია, ააშენა უნივერსიტეტი და თქვენ, თქვენი მოხსენების მნიშვნელოვან ნაწილს უთმობთ ამ უნივერსიტეტზე საუბარს და ამას, როგორც სისტემის წარმატებას ისე აჩვენებთ და წარმოაჩენთ.
„რატომ არ საუბრობთ მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტზე, რატომ არ საუბრობთ კავკასიის უნივერსიტეტზე, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ტექნიკურ უნივერსიტეტზე. მე არ გამიგია თქვენს გამოსვლაში, რომ ამ უნივერსიტეტებზე გესაუბრათ და ასეთი რაოდენობის დრო დაგეთმოთ მათთვის. საქმე იმაშია, რომ ეს უნივერსიტეტი, რომელიც კერძო სახსრებით აშენდა… სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიც და ტექნიკური უნივერსიტეტიც და არ გიხსენებიათ არცერთი“, – მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ლევან იოსელიანმა.
edu.aris.ge
ჩამოთვლილი უნივერსიტეტების შედეგები აბიტურიენტების მიღების მიხედვით 2022 წელს ასე გამოიყურება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 5787
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3261
კავკასიის უნივერსიტეტი – 1600
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 607
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 370
მიხეილ ჩხენკელი დეპუტატების კითხვებს თავის გამოსვლაში დღესვე უპასუხებს და მის პოზიციას EDU.ARIS.GE ამავე ინფორმაციაში შემოგთავაზებთ.
ასევე იხილეთ: