ახალი ამბები

პრეზიდენტი სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს და არქივში ხანძარსაც ეხმაურება

პრეზიდენტი სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს და არქივში ხანძარსაც ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 სექტემბერს გურიის რეგიონში სტიქიის მსხვეპლთა ოჯახებს უსამძირებს და საღამოს ეროვნული არქივის ფილმსაცავში გაჩენილ ხანძარსაც ეხმიანება:

“მძიმე დღეღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას.

არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს – წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.

ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია … ვაგრძელებთ ძველებურად- ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!”, – წერს ზურაბიშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.