ახალი ამბები

„დააბრუნეთ საატესტატო გამოცდები!“ – რა კითხვები აქვს განათლების მინისტრთან საზოგადოებას

„დააბრუნეთ საატესტატო გამოცდები!“ – რა კითხვები აქვს განათლების მინისტრთან საზოგადოებას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 1-ელ დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს.

დეპუტატების კითხვები კი არცთუ ამომწურავი იყო იმ გამოწვევებთან მიმართებით, რაც დღეს საქართველოს განათლების სისტემას გააჩნია. იმითვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციებისგან დაცლილი ინფორმაცია მიგვეღო საკითხზე – რა აინტერესებს განათლების მინისტრისგან საზოგადოებას და რას ჰკითხავდნენ ისინი მიხეილ ჩხენკელს, EDU.ARIS.GE-ს მკითხველს საკუთარი პოზიციების გაზიარება ვთხოვეთ.

დასმული კითხვები და მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება პარლამენტში გაჟღერებული თემატიკისგან და განათლების ყველა საფეხურზე არსებული პრობლემების ფართო სპექტრს აერთიანებს.

ერთ-ერთი მკითხველისგან მიღებული ინფორმაციით კი, განათლების მინისტრს პოსტის დატოვების სურვილი უკვე განცხადებით აქვს დაფიქსირებული და მის გადადგომასაც უნდა ველოდოთ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სტუდენტების დაბალკონკურენტუნარიანობა საერთაშორისო დონეზე, სკოლებისა და პედაგოგთა უფლებების გაძლიერება, მოსწავლეების მოუმზადებლობა უმაღლესისთვის, შეუსაბამო სასწავლო რესურსები, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის ნაკლოვანებები და სკოლაში რელიგიის დაბრუნება ის გამოკვეთილი საკითხებია, რომელსაც ჩვენმა მკითხველმა საკუთარ მოსაზრებებში ყურადღება დაუთმო.

ყველაზე დიდი რაოდენობით კითხვა კი სკოლაში საათესტატო გამოცდების დაბრუნებასა და საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი გამოცდების დაწესებაზე მივიღეთ. ათეულობით კითხვიდან EDU.ARIS.GE ზოგიერთს გამოყოფს იმ იმედით, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გარემოცვა, ან თავად მინისტრი დაინტერესდება, რას ფიქრობს საგანმანათლებლო საზოგადოება და რა აწუხებს ყველაზე მეტად:

„აღადგინეთ, საატესტატო გამოცდები მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში“.

„სკოლებში გამოცდების საკითხის გაჟღერება, საფეხურზე გადასასვლელი გამოცდების დანიშვნა მაინც, თორემ ჭაობში ვიძირებით. პანდემიამ ბოლო მოგვიღო სრულიად“.

„რატომ სწავლობენ ჩვენი ბავშვები მე-19 საუკუნის სტანდარტის საკლასო ოთახებში, რატომ არ არის ყველა კაბინეტი აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით?“.

„სკოლების მრავალწლიანი და დაუსრულებელი რემონტი რუსთავში, ძველი შენობების გარემონტებას, ეგებ ჯობდეს, ახალი სკოლები აგეშენებინათ“.

„უარესი შედეგების მომტანია მეორე ცვლა, დაუბრუნონ ბავშვები ჩვეულ რეჟიმს. შემცირებული გაკვეთილები, სადაც გაკვეთილების ახსნასაც ვერ ასწრებენ მასწავლებლები. არ შეიძლება, ბავშვი ღამის ორ საათამდე სწავლობდეს“.

„ნამდვილად უნდა გაცეს პასუხი დამლაგებლების ხელფასზე, სამარცხვინო 170 ლარი რომ აქვთ“.

„რა ძირითადი კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს განათლების სტანდარტის ამაღლება, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ერთნაირად სასიამოვნო იყოს მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც?“.

„მშობლებიც მიიწვიეთ. იქნებ გაიგოთ ,რომ ამ წიგნებით შორს ვერ წავალთ“.

„1.ორღობეში გრიფირებული წიგნები;
2. არაფრით განსხვავებული პენსია მასწავლებელს;
3. სავალდებულო რუსული ენაა;
4. გაურკვეველი ლექსები სამხრეთ სუდანიდან და კუალა ლუმპურიდან;
5. წამყვანი მასწავლებლის მოსწავლე რეპეტიტორთან დადის;
6. ტექპერსონალის ხელფასი;
7. არ გვაქვს სპეციალიზაცია;
8. სკოლაში არ არის მოსწავლის კურატორი;
9. მასწავლებლები იღებენ 1 კვირის ხელფასს;
10. არანაირი გამოცდა მოსწავლის ცოდნის შესაფასებლად;
11. ბაკალავრის ხარისხის სტუდენტები არ არიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისოდ;
12. არც მაგისტრის;
13. სამაგისტროზე როგორ ითხოვთ ბ2-ს, როცა ბაკალავრიატის განმავლობაში ბ1 მასწავლეს?!“.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ისევ არ დამტკიცებულა – რა სიახლე თქვა უნივერსიტეტებისთვის მიხეილ ჩხენკელმა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.