ელსევიერის SCOPUS სამეცნიერო ბაზაში საქართველოდან ყველაზე მაღალი იმპაქტის მქონე სამეცნიერო ჟურნალი ილიაუნის სახელით გამოიცემა

პირველად საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული ჟურნალი პრესტიჟულ ელსევიერის სამეცნიერო ბაზაშია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი Ethnobotany Research and Application ელსევიერის Scopus-ის სამეცნიერო ჟურნალების სიაშია ინდექსირებული. მისი CiteScore 2021 წელს იყო 1.5 და 2022 წლისთვის – 2.1.

Ethnobotany Research and Applications, ელექტრონული, რეცენზირებული და მრავალდისციპლინური ჟურნალი, ეძღვნება ეთნობიოლოგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტუალურ კვლევებს და მისი მიზანია ამ კვლევების გაზიარება როგორც სამეცნიერო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჟურნალი ამჟამად გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის დეპარტამენტის სახელით და მისი რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ვ. ბუსმანი.

რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 2021 წლიდან, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი, 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის კვლევით ცენტრს. პროფესორი ბუსმანი საქართველოდან სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულების მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილი 88 725 ავტორიდან 310-ე ადგილზეა.

ჟურნალი Ethnobotany Research and Application მოიცავს მთელ რიგ დისციპლინებს (ბიოლოგიური და სოციალური მეცნიერებები), რომლებიც ეხება თეორიულ კითხვებს ეთნობიოლოგიის სფეროში და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.