ახალი ამბები

CIU აბიტურიენტებისთვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამას აფინანსებს – რეგისტრაცია

CIU აბიტურიენტებისთვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამას აფინანსებს – რეგისტრაცია

აბიტურიენტთა საკონსულტაციო ჯგუფი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია წარმოადგენს პროფესიული ორიენტაციის სატრენინგო პროგრამას.

პროგრამის მიზანია, აბიტურიენტებს დავეხმაროთ პროფესიის არჩევის პროცესის დაგეგმვასა და მართვაში, მივცეთ ცოდნა რომ გააკეთონ გააზრებული და მათთვის საუკეთესო არჩევანი.

პროექტში მონაწილეობას აბიტურიენტებისთვის აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში მასტერკლასები გაიმართება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში, საქართველოს ყველა რეგიონის აბიტურიენტებისა და მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის.

პროექტი 4 ეტაპისგან შედგება, იხილეთ პროექტის რუკა/სილაბუსი:

პროფორიენტაციის სატრენინგო პროგრამა X-XII

პროექტის მასშტაბი: მთელი საქართველო

პერიოდი: 22 დეკემბერი – 10 აპრილი

ეტაპი I – პროფესიის არჩევის ფაქტორები – როგორ ავირჩიოთ პროფესია?

პროფორიენტაციის ძირითადი ფაქტორები. „როგორ ავირჩიო პროფესია?“

ეტაპი II – XXI საუკუნის უნარები – „რა მინდა? რა მჭირდება?“

XXI საუკუნის პროფესიული უნარები. „რა მინდა? რა მჭირდება?“
პროფორიენტაციის დიაგნოსტირების ტესტირება

ეტაპი III – CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის

  • ბიზნეს აკადემია
  • სამართლის აკადემია
  • საერთაშორისო პოლიტიკისა და მეცნიერების აკადემია
  • ჟურნალისტიკის აკადემია
  • მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია
  • მედიცინის აკადემია

ეტაპი IV – როგორი სტუდენტობა გელის? – პირისპირ სტუდენტებთან

„პირისპირ სტუდენტებთან“ – ბიზნესის ფაკულტეტი
„პირისპირ სტუდენტებთან“ – სამართლის ფაკულტეტი
„პირისპირ სტუდენტებთან“ – საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
„პირისპირ სტუდენტებთან“ – ჟურნალისტიკის პროგრამა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
„პირისპირ სტუდენტებთან“ – მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
„პირისპირ სტუდენტებთან“ – მედიცინის ფაკულტეტი

პროექტში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.