თუ ჟურნალს 9 იანვრამდე არ დაადასტურებთ, ავტომატურად დადასტურდება – EMIS-ის გაფრთხილება და ინსტრუქცია პედაგოგებს

სემესტრული ნიშნების, შემაჯამებლებისა და აღრიცხვების დადასტურება ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლებმა 9 იანვრამდე უნდა მოასწრონ.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, თუ ელექტრონულ ჟურნალს მასწავლებელი 9 იავრამდე არ დაადასტურებს, ავტომატურად დადასტურდება.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველჰყონ ჟურნალის დადასტურება. ჟურნალის დადასტურებისთვის ვირჩევთ ჟურნალის მოდულს, სასურველ კლასს და საგანს შემდეგ სემესტრულ შეფასებას დადასტურებისთვის ვაჭერთ ღილაკს დადასტურება და ვეთანხმებით.

ჟურნალის დადასტურების ინსტრუქცია

ამის შემდეგ კი ჟურნალს სკოლის ადმინისტრაცია ადასტურებს.

რაც შეეხება შეფასებას, როგორც მართვის სისტემა განმარტავს, წლის ბოლოს განმსაზღვრელი შეფასება იწერება, მაგრამ პირველი სემესტრის ბოლოს თუ დაწერეთ განმავითარებელი შეფასების კომენტარები, შეცდომა არ არის.

ასევე იხილეთ:

„ზოგჯერ სულ რამდენიმე დღე გვაქვს, რაც ხელისშემშლელია“ – იყო თუ არა კომპლექსური დავალებები მოსწავლეების მთავარი გამოწვევა 2022 წელს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.