აზერბაიჯანის მწვავე პასუხი რუსეთს
![აზერბაიჯანის მწვავე პასუხი რუსეთს](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/03/Screenshot-2022-03-27-at-01.53.04.png)
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე აკონტროლებდა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა. აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხური მხარის ცნობები ესკალაციის შესახებ, იქ, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განთავსებული, არ შეესაბამება სიმართლეს.
მომხდარს 26 მარტს გამოეხაურა მოსკოვი. როგორც რუსული მხარე აცხადებს, აზერბაიჯანულმა ჯარებმა “დასახლებული პუნქტ ფურახში მთიანი ყარაბაღის დანაყოფებს Bayraktar TB2- ის უპილოტო საფრენი აპარატებით ოთხი დარტყმა მიაყენეს”.
მოსკოვის ოფიციალური ცნობით, ამჟამად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი სიტუაციის დასარეგულირებლად და ჯარების საწყის წერტილში დასაბრუნებლად მუშაობს. აზერბაიჯანულ მხარეს კი, როგორც რუსული მხარე იუწყება, ჯარის გაყვანაზე მიმართვა გაეგზავნა.
გირჩევთ: