“აზოველების” გაცვლას FSB ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პუტინს მედვეჩუკის დაბრუნება სურდა – WP
FSB წინააღმდეგი იყო აზოვსტალის მცველების უკრაინისთვის დაბრუნებით, თუმცა ტყვეთა გაცვლა უშუალოდ ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა. ამ ცნობას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
“FSB კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. მათ კარგად ესმოდათ, როგორ გამოიყურებოდა ეს გაცვლა საზოგადოების თვალში”.
გაცვლის შედეგად რუსებზე 4-ჯერ მეტი უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა, მათ შორის აზოვსტალის 5 მეთაური, რომლებიც ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.
რუს ჯარისკაცებთან ერთად უკრაინამ რუსეთს გადასცა უკრაინელი პოლიტიკოსი და ოლიგაქრი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პუტინის ახლო მეგობარი და მისი ნათლიმამაა.
რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან „აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, ასევე პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური — დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 200 ტყვის სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს პუტინის ახლობელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნიდან გაპარვის მცდელობის დროს დააკავეს. რუსეთს ასევე გადასცეს 55 ტყვე.