„ვივა მედში“ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები ისევ მივიდნენ
დღეს, 27 მარტს, ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები კლინიკა „ვივა მედში“ ისევ მივიდნენ.
ისინი კლინიკა „ვივა მედში“ გუშინ, 26 მარტსაც, იმყოფებოდნენ. გუშინ წამების კომიტეტის საწინააღმდეგო წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს.
წამების კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ სამედიცინო ექსპერთა კონსილიუმის წევრებსა და სააკაშვილთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებული დასკვნებს გაეცვნენ.
როგორც სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის მთავარი ფოკუსი პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებია.
„ამ პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებიდან კლინიკა „ვივა მედი“ არის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ინტერესის საგანი. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია და განხორციელდა, „ვივა მედში“ მოთავსებული ყველა პატიმრის მონახულება, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება“, — განაცხადა „მთავარ არხთან“ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.
როგორც „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძეც „ფორმულასთან“ აცხადებს, ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა ყველა პატიმარი მოინახულეს, ვინც მათ კლინიკაშია.
„მოვიდნენ, ჰქონდათ ნებართვა შესაბამისი დაწესებულებიდან. აქვთ თავისი სამუშაო გეგმა და მიყვებიან ამ გეგმას. არა მხოლოდ [მიხეილ სააკაშვილის], ყველას სამედიცინო ისტორია გამოითხოვეს და ყველას სამედიცინო ისტორიაზე მუშაობენ. ის, რაც კლინიკას შეუძლია გადასცეს, ყველაფერი იქნა წარდგენილი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.