ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს სოფელ ახალუბნის მიმდებარედ

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს სოფელ ახალუბნის მიმდებარედ

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი).

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“, ხოლო მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ამ ეტაპისთვის,ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.