ახალი ამბები

სტეფანჩუკის ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს – ვოლსკი

სტეფანჩუკის ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით, უკრიანის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებები “ზღვარსგადაცილებულია”.

მისი თქმით, სტეფანჩუკის განცხადებები, მხოლოდ შალვა პაპუაშვილს არ ეხება და მისი განცხადებები “საქართველოს შავ ხვრელებში ძრომიალზე” ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.

“ეს ვიზიტი თვითმიზანი არ არის და ისეთი ყოველგვარ ზღვარგადაცილებული განცხადებები, რომელიც ახასიათებს უკრაინის რადას თავმჯდომარეს, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

პაპუაშვილს უპასუხა სტეფანჩუკმაც და აღნიშნა, რომ მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.